www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

"Tegeta Motors" აცხადებს ვაკანსიას: IT პროექტების მენეჯერი.

ვაკანსიის კოდი: TGM0001015
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 14.05.2021
კატეგორია: ინფორმაციული უსაფრთხოება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: ინფორმაციული ტექნოლოგიები - 1 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ტექნიკური მიმართულებით

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის და გუნდის მართვის უნარი
** სამუშაოს ვადის განსაზღვრის და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია IT პროექტების მართვის სტანდარტების ცოდნა (Agile-Scrum/Waterfall);
** სასურველია MS Project და Jira-სთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სრულყოფილად.

სამუშაოს აღწერა

** IT პროექტების ინიცირებაში და ბიზნეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა;
** თითოეული პროექტის დეტალური გეგმის შედგენა და პროექტის მონიტორინგის სტრატეგიის შემუშავება;
** პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების და ვადების გაწერა;
** პროექტის შესაძლო რისკების შეფასება და საჭირო რეკომენდაციების მომზადება;
** სამუშაო გუნდისთვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათთან დეტალური კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** პროექტის ფარგლებში წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიკაცია და გადაჭრის გეგმის შემუშავება;
** თითოეული პროექტის დოკუმენტაციის მართვა.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1015



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |