www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ფორვარდი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, შპს "Forward" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე ბორჯომში.

შპს "Forward" ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით - "Forward" და "Megusto

რატომ "ფორვარდი"?

კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ხარისხიანი, ევროპული სტანდარტებით დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტით ანებივრებს. ხოლო თანამშრომლებს მათზე მორგებულ, მეგობრულ, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს და განვითარების პერსპექტივებს სთავაზობს.

თანამდებობა: პრისეილერი
სამუშაო განაკვეთი - სრული

სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ხაშურში, ვინაიდან სამუშაო ქსელი მოიცავს: (ქარელი, ბორჯომი, ბაკურიანი, ხაშური)

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა და მათთან წარმატებული კომერციული ურთიერთობების დამყარება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** პროდუქციის სწორი პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში ნაშთების ანალიზი;
** პოკეტთან და დოკუმენტებთან ხარვეზის გარეშე მუშაობა;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი;
** გაყიდვების გეგმის შესრულების პროცესში გამოვლენილი პრობლემების უშუალო ხელმძღვანელებთან დაფიქსირება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ყოლა, რა შემთხვევაშიც კომპანია აანაზღაურებს ცვეთისა და საწვავის ხარჯებს
** პრისეილერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების წარმართვისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარე
** პუნქტუალური
** დროის სწორად მართვის უნარი
** სხარტი აზროვნება
** კონკურენტუნარიანი
** გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე - hr@forward.com.ge
და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (პრისეილერი გორში). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "Forward" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |