www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ და კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** პროდუქტის პრეზენტაცია;
** გაყიდვების გაზრდა და გეგმის შესრულება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაზე, სრულყოფაზე;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო მასალების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
** ენერგიული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** უცხო ენების ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური);

პირობები:

** გრაფიკი: სტანდარტული - 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |