www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორის დამხმარე
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: დისტრიბუტორის დამხმარე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო 05/004

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საწყობიდან მანქანის დატვირთვის პროცესზე დასწრება/მითვლის მეთვალყურეობა;
** დისტრიბუციის მანქანიდან პროდუქციის ჩამოცლა და სავაჭრო ობიექტში შეტანა;
** პროდუქციის სავაჭრო ობიექტში დაცლა-შეტანის პროცესში ბორტზე არსებული პროდუქციის მეთვალყურეობა;

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება.
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** მართვის მოწმობა B, C კატეგორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: nana.kiparoidze@dapna.com.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |