www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოტალ შარმი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

"ტოტალ შარმ" წარმოადგენს პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტების კლინიკების ქსელს, რომელიც 2005 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ესთეტიური მედიცინის სფეროში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: http://totalcharm.ge/

"ტოტალ შარმ"-ის გუნდი ეძებს შესყიდვების სპეციალისტს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვის პროცესის მართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** ადგილობრივი და უცხოელი ახალი მომწოდებლების მოძიება და მათი შეფასება კომპანიაში არსებული პროცედურების შესაბამისად;
** შეკვეთის მომზადება, გაგზავნა და საქონლის/მომსახურების მოწოდების/ჩაბარების კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების მომზადების და საჭიროების შემთხვევაში, საქონელზე სერტიფიკატების, ლიცენზიებისა და ნებართვების მიღება;
** მონაწილეობა მომწოდებლების ბაზრის კვლევაში;
** შესყიდვების გეგმის მომზადება, მოწოდების გრაფიკის შედგენა და ვადების კონტროლი;
** მონაცემთა ბაზის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია სამედიცინო ინდუსტრიაში შესყიდვების სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფასდაკლებას კომპანიის მომსახურებებზე და პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge 19 მაისამდე. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვებისა სპეციალისტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |