www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტისა და საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტისა და საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების (Private label) მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი ფუნქციები:

** FMCG სფეროში მიმდინარე პროცესების მუდმივი შესწავლა, მსოფლიო ბაზრის ტენდენციების კვლევა;
** FMCG პროდუქციის მომწოდებლების და/ან მწარმოებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქტის შერჩევა და შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების ბრენდბუქის შექმნის პროცესში ჩართულობა მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება იმპორტის მიმართულებით, საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების (PL) მართვის, კატეგორიის მენეჯმენტის ან მსგავს პოზიციებზე;
** სასურველია FMCG სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - იმპორტისა და საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების (Private label) მენეჯერი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 მაისი, 2021 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |