www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული განათლების კონსულტანტი
მომწოდებელი: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" www.gcci.ge წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას.
პალატა 2021 წლის აპრილში განათლების სამინისტროსთან ერთად აფუძნებენ ა(ა)იპ-ს, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიზნით.

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი სრული, 10:00-19:00 საათი.
მდებარეობა: საქართველო, თბილისი.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი ფუნქციები:

** ა(ა)იპ- ის სამუშაო გეგმის შემუშავება;
** სააგენტოს ანგარიშის მომზადება;
** სექტორულ ასოციაციებთან თანამშრომლობა, შეხვედრების ორგანიზება და ანგარიშის მომზადება;
** დაინტერესებული მხარეებისთვის (კოლეჯები, პროვაიდერი კომპანიების და სხვა) თემატიკის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება და ანგარიშის მომზადება (საჭიროებისამებრ);
** საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (კერძო, საჯარო დაწესებულებები მათ შორის პროვაიდერი კომპანიები) კომუნიკაცია და მონაცემთა ბაზების წარმოება;
** პროფესიული კვალიფიკაციების მიმართულებით ბიზნესის საჭიროებების კვლევის ჩატარება (Google forms და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით) და შედეგების ანალიზი;
** კომპანიებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა;
** მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/კონსულტირება;
** საერთაშორისო დონორ ორგანიზაციისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივ პროექტების იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობა (აქტივობების დაგეგმვა, მათი განხორციელება, შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება და სხვა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება 3 წელი, აქედან 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში და 1 წელი ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა: კანონი "პროფესიული განათლების შესახებ"

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** პრეზენტაციების წარდგენის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
** ინიცივიატიანი.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@gcci.ge დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროფესიული განათლების კონსულტანტი".

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 მაისი.

საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |