www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნოლოგი
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს. "Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუზებისა და კომპლექსის სივრცეში არსებული ტექნოლოგიების მონიტორინგი
** სავენტილაციო სისტემების გამართულად მუშაობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამისი განათლება (ქიმიური ტექნოლოგია)
** აუცილებელია აუზებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისურის და/ ან რუსულის ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, დაზღვევა, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |