www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - ტექნიკური
მომწოდებელი: ჯეოსთილი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმო შპს "ჯეოსთილი", რომელიც ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოში ინდუსტრიის სფეროში, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ საშუალება შეისწავლოთ ისეთი მოთხოვნადი პროფესიები, როგორიცაა:

** შემდუღებელი
** ზეინკალი
** ამწის ოპერატორი
** პროგრამული ჩარხის ოპერატორი
** ხარატი/მღარავი.

სტაჟირების შემდგომ გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ხოლო წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან შპს "ჯეოსთილში", მზარდი ანაზღაურების პერსპექტივით.

მდებარეობა: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის ქ. #36
სამუშაო განაკვეთი: სრული
სტაჟირების ვადა ვადა: 6 თვე
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
** აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს ქალაქ რუსთავში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნoთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geosteel.com.ge ან მობრძანდეთ მითითებულ მისამართზე.
გთხოვთ, "Subject Line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |