www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აპლიკაციის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: SmartSoft
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

კომპანია "SmartSoft" ონლაინ სათამაშო ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერია. ჩვენი კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან. კომპანიას მართავს გუნდი, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ონლაინ თამაშების ინდუსტრიაში. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს, რათა შექმნას ინოვაციური პროგრამა ონლაინ სათამაშო ოპერატორებისთვის.

კომპანია "SmartSoft" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციის ადმინისტრატორის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71
სამუშაო საათები: სტანდარტული

ცოდნა და მოთხოვნები:

** ვინდოუსის ადმინისტრირების ცოდნა;
** IIS კონფიგურირება/ადმინისტრირების ცოდნა;
** .Net მუშაობის გამოცდილება;
** Dump ფაილების ანალიზის გამოცდილება;
** სისტემის მონიტორინგის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება.

სასურველი მოთხოვნები:

** MS Sql-ის სკრიპტების გატარების ცოდნა;
** Jenkins-ის კონფიგურირება/ადმინისტრირების გამოცდილება;
** აპლიკაციების CI/CD-ით დანერგვის გამოცდილება;
** Docker/Kubernetes ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე სამუშო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროული მუშაობის უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში;
** განვითარდეთ და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: cv@smartsoft.ge და სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანია "SmartSoft"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, დამსაქმებელმა შესაძლოა თქვენი მონაცემები შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |