www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: მედი პრაიმ
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

კომპანია შპს "მედი პრაიმ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 95ა
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა).

პიროვნული მახასიათებლები:

** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მიზიდვის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და მიზიდვის საჭირო აქტივობის შესრულება;
** კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
** პრობლემების დროული მოგვარება და სწრაფი რეაგირება;
** კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისის მიღების სრული ციკლის მონიტორინგი;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@qlab.ge. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |