www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი მენეჯერი
მომწოდებელი: წიგნების თარო
თანდართული ფაილი: 00089_tsignebistaro_pres_1042488.pdf
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

თუ ეძებ ისეთ სამსახურს, სადაც შენს ლიდერულ თვისებებს, სტრატეგიულ აზროვნებას, შრომისმოყვარეობას, კრეატიულობას და იუმორის გრძნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, მაშინ გელოდებით ჩვენთან!

"წიგნების თარო" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

** თანდართული პრეზენტაცია
** FB გვერდი: www.facebook.com/wignebistaro

რას გთავაზობთ:

** საინტერესო ამოცანების გადაჭრას და იდეების წახალისება/მხარდაჭერას
** მზარდი ბიზნესის მეგობრულ და გუნდურ გარემოში მუშაობას
** ყოველთვიურ ფიქსირებულ ხელფასს და მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას.

შენი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კომპლექსური მართვა
** კომპანიის მიზნების შესაბამისად მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება/აღსრულება
** კომპანიაში მიმდინარე ორგანიზაციული და ბიზნეს პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია, სისტემატიზაცია, მონიტორინგი
** კომპანიის სხვადასხვა ერთეულების მართვა/კოორდინაცია, დავალებების დელეგირება, მონიტორინგი
** კომპანიის ცალკეული პროექტების ხელმძღვანელობა ინიცირებიდან დასრულებამდე
** დირექტორთან პერიოდული რეპორტინგი პროცესების მიმდინარეობაზე
** დირექტორის მიმდინარე დავალებების შესრულება.

სავალდებულოა:

** 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მენეჯმენტის სფეროში
** უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** თვითგანვითარების და პროფესიული ზრდის მოტივაცია
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოსტავას 68ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (ხელზე ასაღები), კვალიფიკაციის მიხედვით

განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: info@wignebistaro.ge 15 მაისამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |