www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლაბორატორიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: დიღმის მასივი, ჩაჩავას 1
სამუშაო განრიგი: სრული, 9:30-18:30
ანაზღაურება: 600-800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მასალების რეგისტრაცია;
** ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების რეგისტრაცია და მართვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო)
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, აკურატულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირება, სხარტი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: pathologyresearchcenter@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |