www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბაზრის კვლევის უფროსი მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 20 მაისი

შპს "აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ბაზრის კვლევის უფროსი მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბ.კვერნაძის #10
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
ანგარიშვალდებულება: ბაზრის კვლევის უფროსი მენეჯერი
ხელფასი და სხვა სარგებელი: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსი, სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ანალიზი არსებული შაბლონების მიხედვით;
** მარკეტინგული მონაცემების დამუშავება და ანალიზი არსებული შაბლონების მიხედვით;
** მაკროეკონომიკური და სტატისტიკური მონაცემების ბაზის შექმნა და განახლება;
** აიდიეს ბორჯომის ბრენდების KPI ფაილების შექმნა და პერიოდული განახლება;
** სხვადასხვა სიმულაციური მოდელების შემუშავება გაყიდვების და მარკეტინგის მონაცემებზე დაყრდონობით;
** საცალო ვაჭრობის ინფორმაციის რეპორტინგი;

საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკური, კომპიუტერული გამოთვლების ან სტატისტიკა და ანალიზის განხრით);
** ანალიტიკური უნარები;
** MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) სტანდარტული პაკეტის ძალიან კარგად ცოდნა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;

საჭირო გამოცდილება:

** სიმულაციური მოდელების შემუშავება ექსელში.

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბაზრის კვლევის უფროსი მენეჯერის ასისტენტი (შესაძლებელია კანდიდატი იყოს, ბოლო კურსის სტუდ66ჰ2ენტი, კურს დამთავრებული).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |