www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5699
ადგილმდებარეობა: სათაო, ლოგისტიკის განყოფილება
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების მომზადება;
** საბანკო პროგრამიდან მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** ხარჯების რეპორტინგი და ანალიზი;
** პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ბიუჯეტირების პროცესში მონწილეობის მიღება;
** ბიუჯეტის ფაქტი-გეგმის ანალიზი;
** რეპორტების ავტომატიზაცია, მუდმივი გაუმჯობესება;
** ჯგუფის უფროსისა და განყოფილების უფროსის მიერ დავალებული არასტანდარტულ პროექტებისა თუ რეპორტების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე-კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office-excel advanced; word, outlook, PowerPoint; macros - სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** გუნდურობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/5699



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |