www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლასის კოორდინატორი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კლასის კოორდინატორის პოზიციაზე.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივცრე, რომელსაც უკვე 21 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2021-2022 სასწავლო წლიდან ბაქსვუდის სკოლა გაფართოებას იწყებს, რაც გულისხმობს ახალ ინფრასტრუქტურულ და პროგრამულ პროექტებს განახლებულ გუნდთან ერთად.

პოზიციის აღწერილობა: ბაქსვუდის სკოლაში კლასის კოორდინატორი/ტუტორი წარმოადგენს დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს, რომელიც კოორდინაციას უწევს კონკრეტული კლასის სასკოლო ცხოვრებას და მის წევრ მოსწავლეთა სააღმზრდელო პროცესებს. ტუტორის უმთავრესი მისიაა სკოლის სივრცეში საკუთარი კლასის მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებაზე და ჯანსაღ და მეგობრულ ურთიერთობებზე ზრუნვა.

კლასის კოორდინატორის ძირითადი ფუნქციები მოიცავს:

** ეროვნული სასწავლო გეგმისა და ბაქსვუდის სასკოლო სასწავლო გეგმის საფუძველზე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების შემუშავება და განხორციელება (სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ.);
** სადილის, სამხრის, შესვენებებისა და გაკვეთილების მომზადების პერიოდში კლასზე მეთვალყურეობასა და შესაბამის მხარდაჭერას;
** საკლასო და კლასის გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას (ექსკურსია, ლაშქრობა, შემეცნებითი თუ სპორტული ღონისძიებები და ა.შ.)
** მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის განხორციელებას, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა/კოორდინაციას (ასეთი საჭიროების შემთხვევაში);
** მშობელთან ინტენსიურ და ოპერატიულ კომუნიკაციას (ელ.დღიური, სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივიდუალური შეხვედრა, საჭიროების შემთხევაში, მშობლის ვიზიტის დაგეგმვა);
** საგნის პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოსწავლეების აკადემიური და პიროვნული განვითარებისა თუ ქცევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:

** განათლება: ფსიქოლოგია/განათლების ადმინისტრირება (დასაშვებია მაგისტრატურის სტუდენტიც);
** გამოცდილება: სკოლის ასაკის ბავშვებთან მუშაობა (სასურველია სკოლის სივრცეში);

საჭირო კომპეტენციები:

** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა და/ან პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დღის განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). სამუშაო დღის დეტალური განრიგი განისაზღვრება სკოლის აკადემიური კალენდრის შესაბამისად;

ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კლასის კოორდინატორი

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |