www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპრეს კურიერი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ექსპრეს კურიერის (AVIA) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 700 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საფოსტო გზავნილების ტრასპორტირება და ჩაბარება;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
** საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის (AVIA) გზავნილების, შეკვეთის შემთხვევაში უშუალოდ მომხმარებლისგან (ფიზიკური პირი, იურიული პირი, კორპორატიული მომხმარებელი) მიღება და მათ ავია გზავნილების მენეჯერისათვის შემდგომი დამუშავებისთვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (კანდიდატმა უნდა იცოდეს მექანიკის გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ნებისმიერი პროფილით, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში არსებულ სამუშაო გამოცდილებას;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

1. კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
2. გასაუბრება;
3. მოსამზადებელი ეტაპი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |