www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი სპეციალისტი ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში
მომწოდებელი: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" www.gcci.ge წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას.

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი სრული 10:00-19:00 საათი
მდებარეობა: საქართველო, თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ყოველთვიური ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პალატის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის პალატის მომსახურებების გაცნობა;
** პალატის სერვისების ფარგლებში კონსულტაციების გაწევა;
** მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, პალატების რეგიონულ და საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროექტების წარდგენა და განხორციელება;
** ოფიციალური წყაროებისა და ახალი/გამოცხადებული პროექტების მონიტორინგი;
** ახალი პროექტების/წინადადებების მომზადება (პროექტის არსი, მიზანი, შედეგი, ამოცანები, საკვანძო საფეხურები, ტექნიკური მოთხოვნები, ბიუჯეტი და ა.შ);
** პროექტების დროულად და ბიუჯეტის შესაბამისად განხორციელებაზე მონიტორინგი;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენა, შეგროვება და დახარისხება;
** შეხვედრების, ტრეინინგების, სემინარების, გამოფენების დაგეგმვა და ორგანიზება;
** პრეზენტაციების მომზადება და განხორციელება ქართულ/ინგლისურ ენაზე;
** ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის;
** ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების ორგანიზება - განხორციელებაზე ზედამხედველობა;
** პალატის რეგიონული ოფისების აქტივობების კოორდინაცია;
** საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე (პალატის წევრები, ბიზნეს ასოციაციები, პალატის საბჭოს წევრები, ა.შ) მონაცემთა ბაზების დამუშავება;
** პალატის ვებ-გვერდის მონიტორინგი და განახლება;
** სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ კანონით, პალატის წესდებით და პალატის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პასუხების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება 2 წელი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

** კანონი "საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის შესახებ";
** "საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის წესდება" https://gcci.ge/ka/legal-documents.

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმა და ორგანიზება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** პრეზენტაციების წარდგენის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად დაგეგმის უნარი;
** პრობლემების დროულად და ინდივიდუალურად გადაჭრის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება (საკონკურსო თემატიკიდან იქნება კითხვები).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@gcci.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უფროსი სპეციალისტი".

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 მაისი.

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |