www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

ბორუსან კატის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, ლანჩს, ჯანმრთელობის დაზღვევას.

ბორუსან კატის წარმომადგენლობა საქართველოში არის Caterpillar-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)

ძირითადი მოვალეობები:

** სათადარიგო ნაწილების მიღება, დაცლა, დათვლა, დასაწყობება;
** შეკვეთის მიხედვით პროდუქციის შეგროვება და დატვირთვა;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში და წლიური ოპერაციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** მუდმივი კომუნიკაცია ლოჯისტიკის სამსახურთან იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებზე;
** ნაწილების შესყიდვის გატარება პროგრამაში ყველა მიღებულ იმპორტზე;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება საწყობის მიმართულებით
** საწყობის პროცედურების და რეგულაციების ცოდნა
** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარ-ჩვევები;
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური ენის ფლობა;
** MS Office-ის სრულფასოვანი ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 15 მაისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე დაამუშაოს თქვენი მონაცემები და გადაამოწმოს მონაცემთა სისწორე. კომპანია თქვენ მონაცემებს შეინახავს გამოგზავნიდან 2 წლის მანძილზე, სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ წესებს.

შეკითხვების ან ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ბორუსან კატის წარმომადგენლობა საქართველოში / თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118 / http://www.borusancat.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |