www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: აგრონომი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: http://www.agronom.com.ge/

შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

** სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, ბიძინა კვერნაძის #35
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშ-პარ
** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის პოსტების/ბანერების მომზადება.
** ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება;
** სარეკლამო მასალების ვიზუალების მომზადება;
** საბეჭდი მასალების ვიზუალების მომზადება;
** ლოგოებისა და ეტიკეტების/კონტრ-ეტიკეტების შემუშავებაში მონაწილეობა;
** პროდუქტის ყუთის/შეფუთვის დიზაინის შემუშავება;
** გარე რეკლამების, ბილბორდების/ბანერების ვიზუალის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, PDF);
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სოციალური მედიის მიმართულებით (კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღებით) სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
** სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agronom.com.ge არაუგვიანეს 2021 წლის 26 მაისისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "აგრონომი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |