www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Automan
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

"ავტომენი" წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც შეიქმნა როგორც ავტონაწილების ყიდვა - გაყიდვის პროცესის წარმმართველი და ორგანიზატორი ვებ - პორტალი. ჩვენი სამუშაო გუნდი, სამომავლოდ გეგმავს ამიერკავკასიის ბაზარზე დამკვიდრებას. "ავტომენი" ონლაინ სივრცეში წარმოდგენილია შემდეგ მისამართზე - https://www.automan.ge

კომპანია "ავტომენი" ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კომპანიების მოძიება და კომპანიის ასორტიმენტის შეთავაზება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის პრეზენტაციის ჩატარება.
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** კორპორატიულ კლიენტთა ბაზის მართვა.
** გაყიდვის შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან და მონიტორინგი

აუცილებელი მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პრიორიტეტი მიენიჭება ავტომობილებისა და ავტონაწილების სპეციფიკის ცოდნას;

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00 დან 18:00 მდე.
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული + ბონუსი

იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: info@automan.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |