www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დეველოპერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის, ციფრული ბანკინგის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული აპლიკაციების განვითარება, მოდულებში ცვლილებების შეტანა;
** პროდუქტის ფუნქციონალისა და მახასიათებლების გათვალისწინებით მოთხოვნილი ცვლილებების ანალიზი;
** შესრულებული ცვლილებების დოკუმენტაციის შექმნა
** ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა;
** პროგრამირების ახალი მიდგომების მუდმივი ძიება და არსებულ სისტემებში მათი გამოყენება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დეველოპერად მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება
** .net ეკოსისტემის კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება, (ASP.NET MVC, ASP.NET Core, Entity Framework(Core) ტექნოლოგიები)
** Design pattern-ების ცოდნა
** Micro-service არქიტექტურის ცოდნა
** RESTful ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** ვებ ტექნოლოგიების საბაზო ცოდნა, როგორიცაა HTML, CSS, AJAX, JavaScript
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია MS SQL server ან Oracle
** GIT-თან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** განვითარების შესაძლებლობას;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |