www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაზღვევის ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის ანაზღაურების მენეჯერის თანამდებობაზე.

დაქვემდებარება: დაზღვევის ანაზღაურების უფროსი მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:

** შემთხვევაზე სწრაფი რეაგირება;
** განაცხადების მიღება და დამუშავება;
** ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება და პროგრამაში ასახვა;
** დაზღვეულისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
** ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების აქტის მომზადება;
** პროვაიდერ პროფილაქტიკებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მანქანის მართვის მოწმობა-B კატეგორია.

პიროვნულობა:

** მოტივირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური;
** მოლაპარაკებების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწრაფად განვითარების შესაძლებლობას;
** მომხმარებელზე, თანამშრომელზე ორიენტირებულ კულტურას;
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |