www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 12 მაისი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ბაზრის კვლევის ჩატარება როგორც წინა სატენდერო, ასევე გამარტივებული შესყიდვის დროს;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება მიწოდების პირობებზე, ფასზე, ხარისხზე, ვადებსა და გარანტიებზე;
** მომწოდებელთან ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა, შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების მუდმივი მონიტორინგი;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საბაზისო დონეზე ცოდნა;
** MS Office კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თანმიმდევრულობა;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 765 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
** შესასრულებელი სამუშაოს სწავლებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@iliauni.edu.ge 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |