www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის კონსულტანტი/ბარისტა
მომწოდებელი: დანკინ დონატსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ"-ს განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "დანკინ"-ის კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "დანკინ"-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.dd.ge/

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ბარისტა)

რატომ "დანქინი"?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე და დააგროვო სამუშაო გამოცდილება
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას;
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში
** ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას
** ჩვენთან ღიმილი მთავარია
** ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სამსახურს სახლთან ახლოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 70%-მდე ფასდაკლებას კვებაზე
** მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში:
** დანკინის საერთაშორისო საოპერაციო სტანდარტების ტრენინგი
** Coffee Enthusiastic _ Latte Art ტრენინგი
** საკვების უსაფრთხოების ტრენინგი
** მომსახურების ხარისხის სტანდარტის ტრენინგი
** შეთავაზებითი გაყიდვის ტრენინგი

თითოეული ტრენინგ მოდულის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

ვაკანსიის ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@dd.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 მაისი 2021 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |