www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არსამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას არსამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების სამსახურის უფროსის პოზიციაზე:

დაქვემდებარება: არასამედიცინო დაზღვევის დირექტორი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერილობა: არასამედიცინო პროდუქტების დაზღვევის კონტრაქტების ფარგლებში შემთხვევების დარეგულირება ლიმიტების ფარგლებში.

ფუნქცია მოვალეობები:

** სადაზღვევო შემთხვევის ზარალის პროგრამული აღრიცხვის რეგულირების მონიტორინგი;
** პროვაიდერი პროფილაქტიკების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება;
** რთული სადაზღვევო შემთხვევების მართვა; კლიენტებთან კომუნიკაცია;
** მიმდინარე სადაზღვევო ქეისების კონტროლი;
** სამსახურის გამართულად მუშაობის ფუნქციონირების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნულობა:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრობლემების დროულად და ინდივიდუალურად მოგვარების უნარი;
** სიახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |