www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდებაზე.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ფარგლებში, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდების მიზნით.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

კომპანია ან ინდ. მეწარმე ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროექტის თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით. ძირითად დანიშნულების ადგილს წარმოადგენს გურიისა და კახეთის რეგიონები. ტრანსპორტირება საჭირო იქნება, ძირითადად თბილისიდან თელავისა და ოზურგეთის მიმართულებით (ან პირიქით) და ასევე ზემოაღნიშნული რეგიონების სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში. მგზავრების ტრანსპორტირებისათვის კომპანიამ/ ინდ. მეწარმემ საჭიროებისამებრ უნდა უზრუნველყოს მსუბუქი ავტომობილებით მომსახურება.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** კომპანიის/ ინდ. მეწარმის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკური ინსპექტირების/დათვალიერების ამსახველი დოკუმენტაცია;
** ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის/ ინდ.მეწარმის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ინფორმაცია Covid-19თან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.

ფასის განაცხადი:

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში: მსუბუქი მანქანით გურიისა და კახეთის მიმართულებით გადაადგილების ტარიფი (ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები: მაისი 2021 - მაისი 2022

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ტრანსპორტირების მომსახურება".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2021 წლის 10 მაისი, 14:00 საათი.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |