www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კინორეჟისორი
მომწოდებელი: MAC Georgia
თანდართული ფაილი: 00368_macgeorgia_jd_fd_1034869.zip
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

ა(ა)იპ "მაკ ჯორჯია" დაარსდა 2008 წელს და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრება, მათი პოტენციური შესაძლებლობების სრულად გამოვლენისთვის საჭირო რესურსებისა და სერვისების მიწოდების გზით.

პოზიციის დასახელება: კინორეჟისორი

პოზიციის აღწერა 12 ვიდეო რგოლის გადაღება და მონტაჟი, პროექტი "შუქი მოვიდასთვის".
სამიზნე აუდიტორია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები.
ადგილმდებარეობა: საქართველო
ხანგრძლივობა: ერთი ვიდეო რგოლის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 3 წუთი.
პერიოდი: 05/05/2021-დან 31/12/2021-მდე.

პროგრამის შესახებ:

"შუქი მოვიდას" გვერდი Facebook-ზე შეიქმნა იმისთვის, რომ მოგიყვეთ ისტორიები სპეციალურ საჭიროებებზე საქართველოში იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ესა თუ ის დაბრკოლება. გიამბობთ წარმატებულ, რთულ და ყოველდღიურ ისტორიებს. ვიმედოვნებთ, რომ მათი ცხოვრების ამსახველი ფრაგმენტების ახლოდან დანახვით, მეტ კითხვაზე გვექნება პასუხი, უკეთ გავაცნობიერებთ აღნიშნულ საჭიროებებს და ერთად შეგვეძლება ვთქვათ "შუქი მოვიდა" - ჩვენ უკეთ ვხედავთ!

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14 მაისი, 2021 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |