www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

შპს "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
** სავალდებულოა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook).

სამუშაოს აღწერა:

** ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის და რეგლამენტების ცოდნა
** კომპანიის საქმიანობა და დანერგილი დოკუმენტაცია მოიყვანა თანხვედრაში კანონმდებლობასთან.
** პოტენციური/არსებული დარღვევების გამოვლენა, რისკების შეფასება და რისკის კონტროლი;
** გამოვლენილი რისკების საფუძველზე შესაბამისი ინსტრუქტაჟების და სწავლების დაგეგმვა,
** შრომის უსაფრთხოების პროცედურებისა და სტანდარტული საოპერაციო მეთოდების შემუშავება/პერიოდული განახლება;
** პროცესების ზედამხედველობა, რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით სახიფათო მოქმედებების შესრულებას (სიმაღლეზე მუშაობა, შეზღუდულ სივრცეში მუშაობა, სახიფათო დანადგარებთან მუშაობა, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება და ა.შ.);
** პერსონალური დამცავი აღჭურვილობის განსაზღვრა, კონტროლი და პერსონალის უზრუნველყოფა;
** ინციდენტების აღრიცხვა, მოკვლევა, რეპორტირება;
** პერიოდული გეგმური და არაგეგმური ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
** ანგარიშების მომზადება და წარდგენა
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შეუსაბამობის მენეჯმენტის გატარება;
** პერსონალის პერიოდული სწავლება და გადამზადება შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@gravita.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გრავიტას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |