www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: მზიანი მოსავალი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

შპს "მზიანი მოსავალი" საქართველოში რეგისტრირებული წამყვანი აგროკომპანიაა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში (ქვემო ქართლის რეგიონი) ფლობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველ საწარმოს და დაახლოებით 200 (ორას) ჰექტარ მიწას. კომპანია თავად აწარმოებს და ასაწყობებს ისეთ აგროკულტურებს, როგორიცაა კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი და ხორბალი. "მზიანი მოსავალის" მთავარი პარტნიორია შპს "Wellington-ი", რომელიც ქართული ჩიფსის - "FRIXX"-ის მწარმოებელია.

შპს "მზიანი მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას აგროსაწარმოს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში ბოსტნეულის და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება, საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** ბოსტნეულის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება.
** საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
** საწყობის თანამშრომლების საქმიანობის მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან აგრონომიის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე - სასურველია მინ. 2 წელი;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი, საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სალაპარაკო ენები: ქართული და რუსული (ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლი, ბოლნისის რაიონი, სოფელი სავანეთი
სამუშაო საათები: შეთანხმებისამებრ
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე (800 ლარიდან 1500 ლარამდე)
დამატებითი შეთავაზება: ჯანმრთელობის დაზღვევა, საწვავით უზრუნველყოფა, კორპორატიული ტელეფონი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: MzianiMosavali@outlook.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |