www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასწავლო კურსი - უმცირესობების სპეციალური უფლებები
მომწოდებელი: იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გთავაზობთ სასწავლო კურსს- "ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობების სპეციალური უფლებები".

სასწავლო კურსის განმავლობაში წაკითხული ლექციები მოიცავს შემდეგ თემატიკას:

** უმცირესობის ცნება და სახეები;
** რასობრივი დისკრიმინაციის ცნება და ნიშნები;
** სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული;
** უმცირესობების უფლებების დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ინსტრუმენტები;
** ეთნიკური უმცირესობების სპეციალური უფლებები და პრეცედენტული გადაწყვეტილებები;
** უმცირესობების უფლებების დაცვის სასამართლო და კვაზისასამართლო მექანიზმები და საქმის წარმოების თავისებურებანი აღნიშნულ ორგანოებში (გაერო, ევროპის საბჭო);
** უმცირესობების უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; პრეცედენტული გადაწყვეტილებები;
** ეუთოს ოსლოს რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ უფლებებთან დაკავშირებით (1998);
** ეუთოს ლუნდის რეკომენდაციები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა ქმედით მონაწილეობასთან დაკავშირებით (1999);
** უმცირესობების უფლებების კონსტიტუციური რეგლამენტაცია;
** უმცირესობების უფლებების დაცვა და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკა;

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ადამიანის უფლებებით დაინტერესებულ სხვა ნებისმიერ პირს.

სასწავლო კურსს გაუძღვება თამარ ავალიანი- სამართლის დოქტორი, ადამიანის უფლებების სამართლის სპეციალისტი.

სასწავლო კურსი შედგება შედგება 6 ლექციისგან და მისი ღირებულებაა 150 ლარი.
ლექციები ჩატარდება 10 მაისიდან ორშაბათი-ოთხშაბათი 19:00 საათი; შაბათი- 13:00 საათზე პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.

სასწავლო კურსის სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/8JTKbMWeHALmbLGf9

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: fsle.legaleducation@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |