www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მალონგო
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

ცნობილი ფრანგული ყავის ბრენდი მალონგო (MALONGO) იწყებს მოღვაწეობას საქართველოში და სულ მალე თბილისში წარმოდგენილი იქნება ახალი მრავალფუნქციური კვების ობიექტის სახით, სადაც სტუმარი შეძლებს დააგემოვნოს ფრანგული სამზარეულოს გამორჩეული კერძები, დესერტები, საოცარი ფრანგული ღვინო და ყავა.

მალონგო აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე.
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი
** შეკვეთების განსაზღვრა
** უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და მოლაპარაკების წარმოება
** შესყიდვების პროცესის მართვა
** ტვირთების ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვა
** საბაჟო დოკუმენტაციებისა და პროცედურების მართვა

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** საბაჟო პროცედურების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე info@iledefrance.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |