www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტის შემქმნელი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

კომპანია "MY.ge" ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, Myjobs, Myshop. კომპანიის მარკეტინგის გუნდი გეძებს შენ - კონტენტისა და კომუნიკაციის მენეჯერს Myauto-ს მიმართულებით.

თუ მუდმივად სიახლეების ძიებაში ხარ, შენი ინტერესის სფეროს ავტო ინდუსტრია წარმოადგენს, გიყვარს ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მოძიება, გადმოცემა და ამასთანავე გინდა სხვებსაც გაუზიარო ახალი და საინტერესო ინფორმაცია, მაშინ სწორედ შენი ადგილია My.ge-ის ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტში.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დრო: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე) + 6 უქმე დღე წელიწადში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტატიების, საჭირო ინფორმაციის მოძიება, მომზადება (საჭიროების შემთხვევაში თარგმნა) და განთავსება blog.myauto.ge-ზე;
** Myauto გვერდის სხვადასხვა სოციალურ არხებში კონტენტის შექმნა/კურირება, განთავსება ან გაზიარება;
** ვიდეო გადაღებებში ჩართულობა, იდეების გენერირება, საჭირო მასალების მომზადება;
** საავტომობილო ღონისძიებების გაშუქება;
** გუნდის მიზნებიდან გამომდინარე, კონტენტ კალენდრის შექმნა;
** ინდუსტრიის სიახლეების მუდმივად გაცნობა - აუდიტორიასთან ინფორმაციის დროულად გაზიარების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჟურნალისტად, ბლოგერად, მარკეტერად ან სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული წერის, კვლევის და კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიულობა და ორგანიზებულობა;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სასურველია:

** მუდმივად ისწრაფოდეს სიახლეებისკენ;
** შეეძლოს მარტივი ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება;
** იყოს თვითდისციპლინირებული/მოტივირებული;
** ჰქონდეს მულტიმედია კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** შეეძლოს სამიზნე აუდიტორიისთვის ტენდენციების სწორად გაზიარება.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** დაგროვებითი პენსიის 4% იფარება კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს აბონემენტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@my.ge და ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |