www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატრენინგო მასალების მომზადება/შექმნა: პრეზენტაციები, აქტივობები, ჰენდაუთები და ჰენდბუქები;
** სატრენინგო მოდულების მუდმივ განახლებაზე ზრუნვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
** ონლაინ სასწავლო კურსების მომზადებაში ჩართულობა;
** Soft/Hard Skills ტრენინგ მოდულების მომზადება და ჩატარება;
** ტესტირების ორგანიზება, ჩატარება და რეპორტის მომზადება;
** სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებულ სიახლეებზე მასალების მომზადება;
** სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება(ბაკალავრი);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ჯგუფის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტრენერი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |