www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო რისკების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 18 მაისი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის საოპერაციო რისკების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

საოპერაციო რისკების განყოფილების ამოცანაა: საოპერაციო რისკების კუთხით განახორციელოს საქართველოს საფინანსო სისტემაში არსებული საოპერაციო რისკების შეფასება/ანალიზი და დისტანციურად და ადგილზე ინსპექტირების გზით განახორციელოს ფინანსური დაწესებულებების ზედამხედველობა.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიკურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური დაწესებულებების საოპერაციო რისკების ანალიზი, რისკების შეფასება, საზედამხედველო დასკვნის შედგენა და შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების მომზადება;
** საოპერაციო რისკების მონაცემების, მ.შ. მოვლენების, დამუშავება, ანალიზი და პერიოდული შიდა ანგარიშგების მომზადება და პრეზენტაცია;
** საფინანსო სისტემაში არსებული საოპერაციო რისკების სრულყოფილი და დეტალური ანალიზი;
** ფინანსური დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა;
** ფინანსური დაწესებულებების ადგილზე ინსპექტირება;
** ფინანსური დაწესებულებებისთვის დაწესებული სავალდებულო და სარეკომენდაციო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
საოპერაციო რისკების საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე მოცემული პრაქტიკის დანერგვა/გაზიარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან მე-4 კურსის სტუდენტი) ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის და/ან კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით;
** ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებული საოპერაციო რისკების მოთხოვნების ცოდნა;
** საინფორმაციო სისტემების საფუძვლიანი/სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური ენა - B2.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რელევანტურ მიმართულებებში;
** საბანკო საქმეში, აუდიტის და საოპერაციო რისკების მართვის გამოცდილება;
** ანგარიშგების მომზადებისა და პრეზენტაციის გამოცდილება;
** საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
** საინფორმაციო სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა;
** მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და რისკების შეფასების ფართო გამოცდილება.

კომპეტენციები:

** ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
** საკუთარ თავზე მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** შრომისმოყვარეობა;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და რისკების იდენტიფიცირების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარებაზე ორიენტაცია;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** კონკურსი შეიძლება მოიცავდეს წერითი დავალების ან/და პრეზენტაციის წარდგენას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 18 მაისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: საოპერაციო რისკების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |