www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 18 მაისი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (http://www.vig.com), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ფინანსურ დაცულობასა და სტაბილურობას, თქვენთან ერთად მუდმივად ვიზრუნოთ ცხოვრების გამარტივებასა და სიმშვიდეზე (https://irao.ge/)

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ფუნქცია-მოვალეობები:

** სადაზღვევო პროდუქტის ფასწარმოქმნის და პირობების უზრუნველყოფა;
** სადაზღვევო რისკების შეფასება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** პორტფელის პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
** ზარალიანობის მონიტორინგი და მართვა;
** ბაზრის კონკურენტული ანალიზის საფუძველზე, დაზღვევის პირობების გადახედვა და რეკომენდაციების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ზუსტ მეცნიერებებში (ეკონომიკა, მათემატიკა, ბიზნეს ადნინისტრირება ან სხვა მომიჯნავე დარგი);
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა, მათ შორის ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური კომუნიკაცია), სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში ან რისკების მართვის/ანალიზის მიმართულებით.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კოლეგიალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
** დაძაბულ გრაფიკში მუშაობის უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career.

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |