www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

შპს "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი;
** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი, მაგისტრი; სფერო - ბიზნესის ადმინისტრირება;
** ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი; რუსული - კარგი; ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook).

სამუშაოს აღწერა:

** ბაზრის კვლევა, მაქსიმალურად ხელსაყრელი მომწოდებლების შერჩევა;
** ფასთა შედარება და კომერციული მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და ახალ მომწოდებლებთან;
** ახალი მომწოდებლების/პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთების ტრანსპორტირებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** შესაკვეთი პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** ტრანსპორტირებისას სწორად გამოწერილი (მისამართი; მძღოლი, ავტომანქანა) შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების არსებობის უზრუნველყოფა;
** უცხოელ მომწოდებლებთან შესყიდვების განხორციელება და კომუნიკაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@gravita.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "შესყიდვების ოფიცერი".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გრავიტას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |