www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 15 მაისი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და სერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანები.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** შვებულების გარდა დამატებით 10 Day Off-ს წელიწადში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
** კორპორაციულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის განაცხადის მიხედვით პროდუქციის რეალიზაცია;
** პროდუქციის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი საბუთის მომზადება, ინვოისის გამოწერა, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა;
** კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება;
** სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის განხრით;
** სასურველია ბუღალტერიის მიმართულებით გავლილი ტრენინგის/კურსის სერტიფიკატი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** სასურველია RS.ge-ზე საბუთების ატვირთვის გამოცდილება;
** სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში ფიქსირებული - 300 ლარი (სტაჟირების შემდეგ ფიქსირებული + ბონუსი);
** სტაჟირების პერიოდი: 3-დან 6 თვემდე, დასაქმების პერსპექტივით;
** გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: თბილისის ფილიალები (ხშირი როტაცია იქნება დიღმის მასივისა და ორხევის ფილიალებს შორის).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@vakomotors.ge 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "სტაჟიორი ბუღალტერ-ოპერატორი"

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

"ვაკო მოტორსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |