www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 22 მაისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილებაში შტატგარეშე უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტს მოეთხოვება:

** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
** ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
** მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
** თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

** კომპიუტერული უნარები;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილებაში უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

** საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო-საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება;
** საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პუბლიკაციების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო მასალების დამუშავება და შენახვა;
** საბიბლიოთეკო - საარქივო ფონდების აღწერა, შესწავლა და სამეცნიერო კვლევის¬ ხელშეწყობა;
** განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება;
** განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად სტუდენტური¬ კონფერენციების მომზადება და გამართვა;
** საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებით არსებული არაქართულენოვანი ლიტერატურის თარგმნა და საგამომცემლოდ მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი ტექსტების უცხო ენაზე თარგმნა;
** ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა;

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2021 წლის 13 მაისიდან 2021 წლის 22 მაისის ჩათვლით 16:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი ბიბლიოთეკის განყოფილების შტატგარეშე პოზიცია (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |