www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: პრემიუმ ფუდს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 20 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია "პრემიუმ ფუდს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება და ჩამოტვირთვა;
** მიღებული პროდუქციის დახარისხება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით;
** პროდუქციაზე სტიკერებისა და ანოტაციების დაკვრა;
** ზედნადების შესაბამისად პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და დისტრიბუციისთვის მითვლა;
** საწყობის ყოველთვიურ და შუალედურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** უფროსის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოსთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების დასახვა;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება: 3 თვე - 600 ლარი, მე-4 თვიდან 700 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge არაუგვიანეს 2021 წლის 20 მაისისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: საწყობის თანამშრომელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |