www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი, დამლაგებელი
მომწოდებელი: WeHost
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

კომპანია "Wehost"-ი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერისა და დამლაგებლის პოზიციაზე.

"Wehost" არის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარმოადგენს პირველ "Airbnb" და "Booking.com" მენეჯმენტ კომპანიას საქართველოში. "Wehost" ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ ტურისტებზე ბინის მოკლევადიანი გაქირავებით მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

1. კომუნიკაციის მენეჯერი

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
** სასურველია გარკვეული გამოცდილების ქონა კომუნიკაციის სფეროებში.

გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (მოქნილი გრაფიკი).

მოვალეობები:

** სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ჩვენს სტუმრებთან კომუნიკაცია ტელეფონისა და მიმოწერის მეშვეობით
** რეზერვაციების მენეჯმენტი
** სტუმრების შეფასებების (review) მონიტორინგი და პასუხის გაცემა
** სტუმრების ვიზიტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და სხვადასხვა ლოჯისტიკური ოპერაციების კოორდინირება.

2. დამლაგებელი

მოთხოვნები:

** აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** უპირატესობა მიენიჭება რუსული და ინგლისურის ელემენტარულ დონეზე ცოდნას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 11:15-16:00
ანაზღაურება: გამომუშავებით.

აუცილებელი მოთხოვნა: ჰქონდეს რაიმე ტიპის სმარტფონი (Samsung, Apple, Huawei).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელფოსტაზე: contact@wehost.ge ან დაგვიკავშირდით: 593 135857 (11:00-20:00).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |