www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სს "ქართული ლუდის კომპანია" ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის ვაკანტურ თანამდებობაზე.

"ქართული ლუდის კომპანია" ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს ჯგუფმა 2011 წელს დააარსა. ეს არის ჯგუფის - რიგით მესამე ლუდისა და ლიმონათის საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აშენდა. ზედაზენის პროექტის 80 მილიონიანი ინვესტიცია 100%-ით ქართული კაპიტალით განხორციელდა. იმის გათვალისწინებით, თუ რა სირთულის ბაზარზე შედიოდა, საწარმო პროექტი ნამდვილად წარმოადგენდა რისკიან და გამბედავ ბიზნეს სვლას, თუმცა 8 თვის თავზე "ზედაზენი" გამარჯვებისა და წარმატების სიმბოლოდ იქცა ქართულ ბიზნეს სივრცეში. ტრიალ მინდორზე მშენებლობის დაწყებიდან ზუსტად 8 თვეში, ქარხნის პროდუქცია თაროებზე ელოდა მომხმარებელს მთლიან სავაჭრო ქსელში ქვეყნის მასშტაბით;
ლოკაციის შერჩევის მიზეზი სწორედ მისი გეოგრაფიული მდებარეობა იყო. მრავალი გეოლოგიური კვლევის საფუძველზე, ქარხნის მშენებლობა სწორედ ზედაზენის მთის ძირას გადაწყდა, რადგან მიწისქვეშ არსებული უნიკალური წყლის სინჯებმა ცხადყო კომპანიის მომავალი წარმატება. ამ ეტაპისთვის კომპანია საკუთარი ჭაბურღილებით მოიპოვებს წყალს 150 მეტრის სიღრმიდან. კომპანია, მისი კონცეფციით, დაგეგმარებით, საწარმოო აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით, მართვის სისტემებითა და სტილით, შეიძლება შეფასდეს, როგორც ინოვაცია და ახალი სიტყვა ლუდის არალკოჰოლური სასმელების და ლუდის ინდუსტრიაში რეგიონის მასშტაბით, რადგან ერთადერთი საწარმოა, რომლის პორტფელიც აერთიანებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდებს, ლიმონათს, კოლას, ენერგეტიკულ სასმელს, წყაროს წყალს, არომატიზირებულ წყალს და ცივ ჩაის.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
უშუალო დაქვემდებარებაშია: საოპერაციო დეპარტამენტის უფროსთან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საზღვარგარეთ კომპანიის თანამშრომლების ვიზიტების ორგანიზება და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში;
** პარტნიორი უცხოური ორგანიზებების წარმომადგენლების კომპანიაში ვიზიტების ორგანიზაცია და კოორდინაცია;
** თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზების ხელშეწყობა (სასტუმროების დაჯავშნა, სამგზავრო ვიზების კოორდინაცია, ტრანსპორტირების ორგანიზება, ავიაბილეთების დაჯავშნა და ა.შ.);
** კომპანიის ყველა საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიაში ყველა ვიზიტორის აღრიცხვა, დახვედრა და სათანადო წესით მათი ვიზიტის კოორდინაცია;
** კომპანიის შიდა კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია, კლასიფიკაცია, რეგისტრაცია და ადრესატისათვის ჩაბარება დადგენილი წესით;
** საქმისწარმოების საკითხების შესახებ მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
** კომპანიის დოკუმენტაციის გაგზავნა სხვადასხვა საშუალებებით;
** კომპანიის საფოსტო რეესტრის წარმოება, გზავნილების მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სამუშაო ჯგუფების, კომიტეტების და სხვადასხვა კომისიების სხდომის ოქმების შედგენა;
** კომპანიის ბლანკების და ბეჭდების გამოყენების და შენახვის კონტროლი, აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულება და დაცვა;
** არქივში დაცვის მიზნით, სტრუქტურული ერთეულებიდან დოკუმენტების მიღება, სათანადო წესით დამუშავება, დაარქივება და შენახვა;
** კომპანიის კონფიდენციალური დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვა და დაცვა;
** კომპანიის შიდა კალენდრის ადმინისტრირება;
** დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ხარისხი უცხო ენების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით.
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, Teams, Outlook);

დამატებითი კომპეტენციები:

** ანალიტიკური უნარები;
** ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 24 ივნისი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |