www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ათენკ
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ხორცპროდუქტების წარმოების კომპანია "Atenk" 1993 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს სომხეთის ბაზარზე, რომელიც წარმოდგენილია 150 სახეობის პროდუქტით. მისი მთავარი ამოცანაა აწარმოოს და მომხმარებლს შესთავაზოს მუდმივად ახალი, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი.

კომპანია "Atenk"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა, RS-ზე აქტივაცია;
** დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** ინფორმაციის მიმოცვლა მაღაზიების მენეჯერებთან, ნაშთების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი;
** საბაჟო ოპერაციების წარმოება;
* კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.
** შესაბამისი დოკუმენტაციის თარგმნა რუსულ ენაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით)
** ოპერატორად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** ხორცპროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის B2/C1 დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: t.nonikashvili55@gmail.com და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. ფოტოსურათი აუცილებელია.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |