www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა შილდა
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

"მეღვინეობა შილდა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი 138ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (9:30-18:00 საათები)
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა/შემოწმება/ბუღალტრული გატარება/დაარქივება
** საბანკო, სალარო და ხარჯების ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა
** წარმოების პროცესის აღრიცხვა
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ცვეთების ყოველთვიური წარმოება
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება (თვიური/კვარტალური/წლიური)
** აუდიტორებისთვის ინფორმაციის მომზადება, მიწოდება ვადებში
** ხელფასების, საპენსიო შენატანების და სახელფასო დანამატების უწყისების წარმოება
** საანგარიშო თვის დადგენილ ვადებში დახურვა და ხელმძღვანელობისთვის მიწოდება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** MS Excel მაღალ დონეზე ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@shilda.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |