www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმ. ტექნოლოგიების პროფესიული მასწავლებელი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

"კონსტრუქტ2" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დეველოპერული კომპანია "m² ჯგუფის" საერთო პროექტია.

მოკლევადიანი პროფესიული პროგრამებით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით დიპლომირებულ სპეციალისტებს ამზადებს ყოველწლიურად.

სამშენებლო კოლეჯი, "m²"-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.construct2.ge

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას, ინფორმაციის ტექნოლოგიების პროფესიული მასწავლებლების პოზიციაზე ზესტაფონში, რომლებიც წაიკითხავენ შემდეგ მოდულებს:

** კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა
** ინფორმაციული წიგნიერება
** კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
** კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები
** კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა
** მობილური, Linux და OS X ოპერაციული სისტემები
** გაცნობითი პრაქტიკა - კომპიუტერული ქსელი და სისტემები
** პრაქტიკული პროექტი - კომპიუტერული ქსელი და სისტემები
** Windows სერვერულ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობა
** Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისების ბაზისური გამართვა
** Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობა
** Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ბაზისური გამართვა
** კომპიუტერული ქსელის სტრუქტურა და აგების პრინციპები
** კომპიუტერული ქსელის დამისამართება
** ბაზისური ქსელური სერვისების გამართვა
** ბაზისური კომუნიკაცია და მარშრუტიზაცია კომპიუტერულ ქსელებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა CISCO-ს სერტიფიკატი.
** შესაბამისი უმაღლესი განათლება ან მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია (არა აუცილებელი), პროფესიულ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2021 წლის 27 ივნისისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |