www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი შესასრულებელი ამოცანები:

** ყოველდღიური რეპორტების შექმნა, წარმოება, შედეგების ანალიზი;
** გადახდების სისტემების მონიტორინგი;
** შეთავაზებული აქციების მონიტორინგი, შედეგების და ეფექტურობის ანალიზი;
** თანამშრომელთა საჭიროებებზე დროული რეაგირება ანალიტიკური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში
** შეთავაზებული აქციების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი;
** სოციალური ქსელებში აქტივობის დაგეგმვა სოციალურ მედია მენეჯერთან ერთად.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.;
** ადგილმდებარეობა - თბილისი;

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება;
** უფასო პარკინგი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ანალიტიკოსი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |