www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ უფასო სასერტ. კურსი - ბავშვთა უფლებები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ონლაინ უფასო სასერტიფიკატო კურსზე - ბავშვის უფლებათა დაცვის სტანდარტები და მათი პრაქტიკული განხორციელება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კურსი ეხება სკოლებში სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისთვის - მასწავლებლებისთვის იმ თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას, რომელიც ორიენტირებულია სკოლებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრაქტიკულ რეალიზაციაზე და ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას.

კურსის მიზანია მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების, ძირითადი პრინციპების, სტანდარტების, ბავშვისა და ბავშვთან მომუშავე პროფესიონალების უფლებების შესახებ.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს.

ფორმატი: დისტანციური (ონლაინ).
ხანგრძლივობა: 1 კვირა.
შეხვედრების რაოდენობა და დრო: 3 შეხვედრა; პირველი შეხვედრის ხანგრძლივობა არის 2 საათი, ხოლო მომდევნო შეხვედრების - 3 საათი. შეხვედრები გაიმართება დღეგამოშვებით, სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირის გარდა - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე.

დარეგისტრირებულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ შემოთავაზებული თარიღებიდან კურსზე დასწრების სასურველი კვირა:

14 ივნისი, 2021 - 18 ივნისი, 2021
21 ივნისი, 2021 - 25 ივნისი, 2021

კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

** ბავშვის უფლებათა კოდექსი - სიახლე ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით;
** ბავშვის დაცვა ძალადობისგან;
** დისკრიმინაციის დაუშვებლობა.
** კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe4aVFRttPIQvXVGLW0trlZ5gLu3UOANwzoD8y80XkJmrnkYg/viewform?usp=sf_link



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |