www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** საწარმოში განთავსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლი-ინსპექტირება;
** ელექტრო დანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, და ა.შ.)
** გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო პროცედურების ზუსტი დაცვა;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ.

მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
** საწარმოში ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო სქემების-ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სიხშირულ ინვერტორებთან მუშაობის გამოცდილება(ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 30 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ელექტრიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |