www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 05035_danarti_1997023.zip
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:

ა) ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობა ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა იტალიური ენის მიმართულებით (1 ვაკანსია)

ბ) სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (3 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (1 ვაკანსია)

გ) ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობა გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა გლობალური ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის ეკონომიკის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
ძირითადი კრიტერიუმებია:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
** კლინიკური გამოცდილება (კლინიკური მიმართულების ვაკანსიებისთვის). ასოცირებულ პროფესორს და ასისტენტ პროფესორს უნდა ჰქონდეს ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება
** სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ბაზებში
** დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს
** ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი (ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის ვაკანსიებისთვის)

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი დანართის მიხედვით
** კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა)
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა)
** კანდიდატის მოკლე რეზიუმე -არაუმეტეს 150 სიტყვისა ქართულ და ინგლისურ ენაზე (იხილეთ დართული ნიმუში)
** პირადობის მოწმობის ასლი
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად
** საექიმო საქმიანობის ნების დამრთველი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის/მომიჯნავე სპეციალობაში (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე)
** ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ
** კლინიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე)
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით)
** ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი
** საგნის სილაბუს(ებ)ი
** სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება.

კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეტთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია უნდა მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური ელ. ფოსტით (@ug.edu.ge).

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2021 წლის 25-28 ივნისს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ug.edu.ge და მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. სათაურის ველში მიუთითე მიმართულება. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 29 და 30 ივნისს.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2021 წლის 2 ივლისი.

კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2021 წლის 5 ივლისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
** სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამეცნიერო აქტივობებში
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |