www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას სამეგრელო-იმერეთის ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: სამეგრელო, იმერეთი
განაკვეთი: სრული.

აუცილებელია კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი იყოს ქუთაისი!

მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება, საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების გენერირება;
** არსებულ ობიექტებთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზების გენერირება;
** ობიექტებისათვის არსებული სერვისებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** არსებული და პოტენციური ობიექტების შესახებ მონაცემის განახლება;
** ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართლებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 30 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სამეგრელო-იმერეთის ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |